მახარობლიძე რევაზ მეთოდის ძე (დ. 22. VII. 1936, სოფ. ლაჯანა, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი), ინჟინერ-მექანიკოსი. საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1992), ტექ. მეცნ. დოქტორი (1981), პროფესორი (1982), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექნ. დარგში (1994). დაამთავრა საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტი (1959) და მუშაობა დაიწყო იქვე. შემდეგ მოღვაწეობა განაგრძო მინსკში არაშავმიწანიადაგიანი ზონის მექანიზაციისა და ელექტრონიკის ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1961–67). იყო საქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტის კათედრის (1967–74), სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპ. კულტურების სამეცნ.-კვლ. საკონსტრუქტორო ტექნოლ. ინ-ტის განყ-ბის (1974–76), საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის (ამჟამად საქართვ. აგრარული უნ-ტი) მანქანების ექსპლუატაციის კათედრის (1982–2006), კ. ამირაჯიბის სახ. სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის განყ-ბის (1976–82) გამგე, ამავე ინ-ტის დირექტორი (1999–2006).
მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, ნაშრომთა ციკლისა – ,,ტექნიკური სამეცნიერო გამოკვლევები სასოფლო-სამეურნეო მანქანების პარამეტრების ოპტიმიზაციის შესახებ“ (სახელმწ. პრემია), მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).