მახისმაღალი

მახისმაღალი, მწვერვალი დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურეთის ქედის ჩრდ. განშტოებაზე, სოფ. შატილის ჩრდ.-დას-ით მდ. მითხურის (არღუნის მარცხ. შენაკადი) სათავეში. ზ. დ. 3991 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ალპ. და სუბალპ. ლანდშაფტი.