მახრჩობელა

მახრჩობელა D. flexuosa
მახრჩობელა D. media

მახრჩობელა (Deschampsia), მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ უმეტესად გაშლილი საგველა ყვავილედები, 2-3 ყვავილიანი თავთუნები. გვარში 60-მდე სახეობაა. გავრცელებულია ჩრდ. და სამხრ. ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყელში, ტროპიკების მთებში. საქართველოში 3 სახეობა იზრდება: D. cespitosa ფართოდ არის გავრცელებული ტენიან ნიადაგებზე, მთის შუა სარტყლიდან ალპ. სარტყლამდე. SiO2-ის შემცველობის გამო მას შედარებით დაბალი კვებითი ღირებულება აქვს.

მახრჩობელა D. cespitosa

მდელოს სარეველაა. სუბალპ. და ალპ. სარტყელში მშრალ ქვაღორღიან ნაშალებზე იზრდება. D. flexuosa მეჩხერკორდიანი მცენარეა. მისი რბილი ფოთლები საქონლის კარგი საკვებია. D. media გვხვდება მხოლოდ დას. საქართველოში მთის შუა სარტყლამდე მდელოებზე. დეკორატიული მცენარეებია.

 

შ. ნახუცრიშვილი