მდგნალი

მდგნალი

მდგნალი (Salix caprea), ფოთოლმცვივანი ბუჩქი ან ტანდაბალი (10 მ-მდე) ხე ტირიფის გვარისა. ნორჩი ყლორტები ლეგაა, ბუსუსიანი. ფოთლები – ფართო, ელიფსური ან წაგრძელებული, ზემოდან – მუქი მწვანე და შიშველი, ქვემოდან – ქეჩისებრბუსუსიანი და ლეგა მწვანე. გავრცელებულია ევროპასა და მცირე აზიაში. იზრდება მთელ საქართველოში, დაბლობიდან მოკიდებული სუბალპ. სარტყლამდე, ტყის პირებზე, მდინარეებისა და რუების გასწვრივ. თაფლოვანია. ქერქი შეიცავს ტანიდებს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით.

მ. ლორია