ლელო საქართველოსთვის

ლელო საქართველოსთვის, ცენტრისტული პოლიტიკური პარტია. დაფუძნდა 2019 წ. 22 დეკ. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“, „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ გაერთიანების შედეგად. პარტიის მმართველი ორგანოა პოლიტ. საბჭო (თავ-რე – მ. ხაზარაძე, გენ. მდივანი – ი. კუპრაძე, პოლიტ. საბჭოს თავ-რე ბ. ჯაფარიძე), პარტია არის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) სრულუფლებიანი წევრი.

2020 საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 3.15% მიიღო და პარლამენტში მისი 4 დეპუტატი შევიდა. 2021 ადგილობრივ არჩევნებში 2.71% და 27 მანდატი მიიღო.