ლამბალოს არხი

ლამბალოს არხი, სარწყავი არხი საქართველოსა და სომხეთში. იწყება სომხეთის ტერიტორიაზე, მდ. დებედის მარჯვ. ნაპირიდან. სიგრძე 44 კმ. საშ. ხარჯი 2 მ3/წმ. რწყავს დაახლ. 1600 ჰა, აქედან სომხეთში – 600 ჰა, საქართველოში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) – 1000 ჰა.