ხეცურიანი ჯონი გრიგოლის ძე (დ. 23. XI. 1951, სოფ. ლაილაში, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი), იურისტი, ეკონომისტი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2013; წ.-კორ. 2001). იურიდ. მეცნ. დოქტორი (1994), პროფესორი (1999), საკავშ. ახალგაზრდული პრემიის ლაურეატი მეცნ. დარგში (1982). დაამთავრა თსუ-ის იურიდ. (1973) და ეკონ. (1988) ფაკ-ტები. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონ. და სამართლის ინ-ტის უმცროსი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მართვის სამართლებრივი პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; საქართვ. მეცნ. აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში (1976–89); საქართვ. იუსტიციის მინისტრი (1990–92; 1999–2000); საქართვ. სახელმწ. საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993–95; 2016–17); საქართვ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი (1995–99; 2000–01) და საკონსტიტუციო სასამართლოს თავ-რე (2001–06), მოსამართლე (2006–11); თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტის დოცენტი, პროფესორი (1999–2005); საქართვ. დავით აღმაშენებლის სახ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის სრული პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს თავ-რე (2011–16); საქართვ. ეროვნ. უშიშროების, იუსტიციის, პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონ. საბჭოების (1999–2000) და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წევრი (2003–07).
ხ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა (მ. შ. 10 მონოგრაფიისა), რ-ებიც ეძღვნება სამოქალაქო, საკონსტიტუციო და სისხლის სამართლის პრობლემებს. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართ., რუს., ინგლ. და გერმ. ენებზე. საბჭ. პერიოდში, კერძოდ 1979, მან პირველმა გამოაქვეყნა წერილი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. აქტიურად მონაწილეობდა 1989 წ. 9 აპრილს თბილისში საბჭ. ჯარის მიერ მშვიდობიანი მიტინგის აღკვეთისას მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაში. იყო საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის (1991), საქართვ. კონსტიტუციის (1995), სამოქალაქო კოდექსის (1997), კონსტიტუციური შეთანხმების (2002), სახელმწ. ენის შესახებ კანონის (2015) პროექტების ერთ-ერთი ავტორი, საქართვ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორი და ერთ-ერთი რედაქტორი (1999–2001). მინიჭებული აქვს იუსტიციის მთავარი სახელმწ. მრჩევლის სპეციალური წოდება (1999) და უმაღლ. საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი. (2001). მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის თ. წერეთლის სახ. პრემიით (2011) და საქართვ. ეკლესიის უმაღლ. ჯილდოთი – წმ. გიორგის ოქროს ორდენი (2014).
თხზ.: სამოქალაქო სამართლის ფუნქციები, თბ., 1995; სიკვდილით დასჯა, არგუმენტები და ფაქტები, თბ., 1997; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, ხუთ ტომად, თბ., 1999–2001 (თანაავტ); დამოუკიდებლობიდან სამართლებრივი სახელმწიფოსაკენ, თბ., 2006; ძიებანი ქართულ სამართალმცოდნეობაში, თბ., 2011; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, თბ., 2020 (მეორე გამოცემა; რჩეული შრომები, თბ., 2021.
ი. უჯმაჯურიძე