გორგილაძე ლეონიდე ერემიას ძე

ლ. გორგილაძე

გორგილაძე ლეონიდე ერემიას ძე (5. IX. 1914, თბილისი, – 22. IX. 1989, იქვე), ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1983; წ.- კორ. 1974). ისტ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1960), სა105 ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). 1933 დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტი. 1938–52 მუშაობდა სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინ-ტის საქართვ. ფილიალში უფროს მეცნ. თანამშრომლად, პარტიის ისტ. სექტორის გამგედ. 1946–64 იყო თსუ-ის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე, 1964-იდან – მეცნ. კომუნიზმის კათედრის გამგე, ხოლო 1962–66 – პრორექტორი. მუშაობდა კომპარტიის, მეცნ. კომუნიზმის ისტ. და თეორიის საკითხებზე. მთავარი ნაშრომები: „მარქსიზმის ისტორიისათვის საქართველოში" (1956); „ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან" (1961); „სოციალიზმის ისტორიიდან" (წგ. 1–2, 1967–70). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.