მახუნცეთის განძი

მახუნცეთის განძი, ბრინჯაოს ნივთების განძი სოფ. მახუნცეთიდან (ქედის მუნიციპალიტეტი). შედგება ორფერდა ყუამილიანი, სწორი შუბლის მქონე ბრინჯაოს ცულისაგან და ბართოხის ნატეხებისაგან. აღმოჩენის წელი არ სახელდება. სავარაუდოდ, მ. გ. უნდა დათარიღდეს შუა ბრინჯაოს დასასრულით და გვიანი ბრინჯაოს დასაწყისით.

1970 მახუნცეთში აღმოუჩენიათ ბრინჯაოს წალდიც.

ლიტ.: კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარისწყლის ხეობის უძველესი არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993; რამიშვილი ალ., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965.

ლ. ჯიბლაძე.