მგალობლიშვილი ნოდარ მიხეილის ძე (24. I. 1927, თბილისი, – 19. XII. 2000, იქვე), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1971), პროფესორი (1976). დაამთავრა მოსკოვის არქიტ. ინ-ტი (1952). 1952–62 მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა საპროექტო ინ-ტში. 1962–70 „თბილზნიიეპში“ – სექტორისა და განყ-ბის ხელმძღვანელად. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა 1964-იდან. 1970–77 იყო სპი-ის არქიტ. ფაკ-ტის დეკანი, 1977–78 თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის პრორექტორი სამეცნ. დარგში, 1978–80 – თბილ. მთ. არქიტექტორი, საქართვ. არქიტექტორთა კავშირის თავ-რე (1986–90, 2000). ნამუშევრები: სავაჭრო დაწესებულებები (1952–61) მოსკოვში, თბილ. სახელმწ. უნ-ტის კომპლექსი (1970, ავტორთა ჯგუფთან ერთად), 300 არაგველის სახ. ბაღი და მემორიალური კედელი თბილისში (1966), 2 მემორიალური ძეგლი ჰოლანდიაში, კ. ტექსელზე (1973–75), ფიროსმანის (1975), დედა ენის (1983, მოქანდაკე ე. ამაშუკელი), პ. ბაგრატიონის (1984, მოქანდაკე მ. მერაბიშვილი) ძეგლები და სხვ. მიღებული ჰქონდა ი. გოგებაშვილის (1985), უნგრეთის („პროკულტურა ჰუნგარიკა“, 1988), სსრკ მინისტრთა საბჭოს (1989) და მ. აბაშიძის სახ. (1998) პრემიები. დაჯილდოებულია ბრნოს (ჩეხოსლოვაკია) ტექ. უნ-ტისა (1972) და ზაარბრიუკენის (გერმანია) ობერბურგომისტრის დიდი ოქროს მედლებით (1979). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები და წიგნები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1997).
ლიტ.: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017.