მგელაძე ნარგიზა სიმონის ასული (28. IV. 1937, ქუთაისი, – 13. IX. 2002, იქვე), პუბლიცისტი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1979). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1960). 1961–82 გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა კორესპონდენტიდან რედაქტორის მოადგილემდე. 1982-იდან იყო გაზ. „თბილისის“ რედაქტორის მოდგილე; 1989–91 – რედაქტორი; 1991-იდან – ჟურნ. „საქართველოს ქალის“ მთ. რედაქტორი. არის რამდენიმე წიგნის, პუბლიც. წერილებისა და ნარკვევების, მოთხრობების, ფილმის სცენარის ავტორი. მისი ნაწარმოებები ითარგმნა უცხოურ ენებზე.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996).
თხზ.: სიტყვას ითხოვს... სიყვარული, თბ., 1987; ღია ბარათი ახალდაქორწინებულებს, თბ., 1987; მოთხრობები, თბ., 1989; იქნებ!..., თბ., 1992; აჭარული ნოგრო და გვარი, ბათ., 2004.