მებაღიშვილი კარლო ალექსანდრეს ძე

მებაღიშვილი კარლო ალექსანდრეს ძე [16. III. 1920, თბილისი, – 23. VII. 1949, წულუკიძე (ახლანდ. ხონი)], საბჭოთა კავშირის გმირი (29. VI. 1945), გვარდიის უფროსი ლეიტენანტი. მონაწილეობდა მოსკოვის დაცვაში. იბრძოდა ბერლინის მისადგომებთან. შეასრულა 1500 საბრძოლო გაფრენა. ომის შემდეგ მსახურობდა მინსკისა და ამიერკავკ. სამხ. ოლქებში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და სხვა სახელმწ. ჯილდოებით.