მებეგრე გლეხი, გლეხი, რომელიც ფეოდალს უხდიდა ბეგარას. მებეგრე შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მკვიდრი გლეხი; იგი მემკვიდრეობით ფლობდა ბატონისაგან პირობით საკუთრებაში მიცემულ მიწას და უხდიდა მას გამოსაღებს ნატურალური, ფულადი ან შრომითი ვალდებულების სახით. მ. გ-ები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ ბეგრის სახეობებითა და რაოდენობით. სხვადასხვაგვარი იყო მათი ეკონ. და სოც. მდგომარეობაც.
ლიტ.: ბერძნიშვილი მ., საზოგადოებრივი კლასები და კლასობრივი ბრძოლა, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; მუსხელიშვილი ლ., დასავლეთ საქართველოს გლეხობის სოციალურ-ეკონომიური კატეგორიები XVI–XVII სს., „ენიმკის მოამბე“, 1940, ტ. 5–6; ხოშტარია-ბროსე ე., ფეოდალური ხანის საქართველოს მთისა და ბარის ურთიერთობის საკითხები, თბ., 1984; Бердзенишвили Н. А., Очерк из истории развития феодальных отношений в Грузии (XIII–XVI вв.), მის წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965.