მებონია ჯემალ ვლადიმერის ძე

მებონია ჯემალ ვლადიმერის ძე (დ. 29. VI. 1939, სოფ. ობუჯი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1989). დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1961). მუშაობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში თეორ. ფიზიკის კათედრაზე (1961–66); თსუ-ის ბირთვული ფიზიკის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტად გარდაქმნის შემდეგ – ბირთვული რეაქციების ლაბორ. გამგედ (1966–86). იყო თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტის ზოგადი ფიზიკის კათედრის პროფესორი (1986–95), კათედრის გამგე (1995-იდან), დეკანი, თსუ-ის დიდი საბჭოს, პროფესორთა და სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭოს წევრი (1989–2005).

მ-ს სამეცნ. ინტერესები ეხება მრავალნაწილაკოვანი კვანტური სისტემების თეორიას. შემუშავებული აქვს N-ნაწილაკოვანი სისტემების მიახლოებითი ამოხსნის ორიგინალური მეთოდი, კონკრეტული შედეგები მიიღო 3-ნაწილაკოვანი ატომური და ბირთვული სისტემების ამოცანებისთვის. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

პ. მამრაძე.