მებურიშვილი იოსებ (სოსო) დავითის ძე [3 (15). I. 1887, სოფ. ჭალა, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – 2. VII. 1975, გურჯაანი], რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1968). 1910–16 სწავლობდა ხარკოვის თეატრთან არსებულ დრამ. სტუდიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ რეჟისორად მუშაობდა სხვადასხვა თეატრში. მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია დ. ერისთავის „სამშობლო“, ვ. გუნიას „და-ძმა“, შ. დადიანის „გეგეჭკორი“, ა. ცაგარლის „ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, ს. შანშიაშვილის „ანზორი“, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, მოლიერის „ძალად ექიმი“, შილერის „ვერაგობა და სიყვარული“ და სხვ.
ი. ქაბზინაძე.