მებურიშვილი ტაგუ ვარდენის ძე (28. VIII. 1934, სოფ. ფერეთა, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 10. IV. 2007, თბილისი), პოეტი. დაამთავრა ქუთ. პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1957). პირველი ლექსი 1956 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი წიგნი „მზე მაღლა იწევს“ – 1966. მომდევნო პოეტური კრებულებიდან აღსანიშნავია „ლექსები“ (1976), „მე ვფიქრობ შენზე“ (1977), „თანდათან“ (1979) და სხვ. მ-ს ეკუთვნის ნარკვევები, საბავშვო ლექსები. 1981-იდან ხელმძღვანელობდა გამომც. „მერანის“ პოეზიის განყ-ბას. მ-ის ლექსები თარგმნილია რუს., სომხ., თათრულ ენებზე.
თხზ.: გზაშესაყარი, თბ., 1988; სიყვარული და ცდომილება, თბ., 1989; თავისუფლების მზე ბორკილს ამსხვრევს, თბ., 1990; მცირე რჩეული, თბ., 2001; რჩეული, თბ., 2005.