მეგობარი

„მეგობარი“, ქართული ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1906–07. რედ.-გამომც. – გ. რცხილაძე. გაზეთთან თანამშრომლობდნენ ლ. ბოცვაძე, გ. დიასამიძე, ა. ფრონელი, ა. სარაჯიშვილი, ი. ნაკაშიძე, ვ. ჩერქეზიშვილი, მ. წერეთელი, მ. ცაგარელი, მ. ბოლქვაძე და სხვ. დაიხურა 1907 წ. 3 იანვარს მთავრობის განკარგულებით.