მეგრელიშვილი გრიგოლ გერასიმეს ძე (1898, სოფ. შუა ფარცხმა, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 20. I. 1919, იქვე), პოეტი (ფსევდ. – „მთის ნიავი“). თავდაპირველად სწავლობდა ქუთაისში, შემდეგ – თბილ. გიმნაზიაში. 1918 სწავლა განაგრძო ახალდაარსებულ თბილ. უნ-ტში, მაგრამ მალევე თურქ ასკერებთან საბრძოლველად წავიდა. დაიღუპა მათთან უთანასწორო ბრძოლაში ახალციხის მახლობლად, სოფ. უდესთან. პირველი ლექსი 1914 გამოაქვეყნა გაზ. „თემში“. წერდა ლექსებს პატრ. თემატიკაზე. ეკუთვნის პოემები: „იოანე ნათლისმცემელი და სალომეა“, „გალაათიდე“, „ქებათა ქება“. მ-ის სახელი კარგა ხანს უცნობი იყო ქართ. საზ-ბისთვის. მისი თხზულებების მოძიებას დიდი ამაგი დასდეს გ. ლეონიძემ, ნ. კეცხოველმა, გ. ფარულავამ. 1973 გამოქვეყნდა მ-ის თხზ. პირველი კრებული „შუქურვარსკვლავი“.
ლიტ.: კეცხოველი ნ., განუწყვეტელი მოლოდინი, „ლიტერატურული გაზეთი“, 1959, 25 სექტ., ლეონიძე გ., გრიგოლ მეგრელიშვილი (ჭაბუკი პოეტის სიკვდილის ორმოცი წლისთავის გამო), იქვე, 1959, 11 სექტ; ფარულავა გრ., ბედის მდინარე, თბ., 2018.
მ. თუშიშვილი.