მეგრული ცხენი, საჯდომ-სასაპალნე ჯიშის ცხენი. მოშენებულია უხსოვარი დროიდან საქართვ. შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ტანად პატარაა, სიმაღლე (სმ-ობით) მინდაოში – 129, ტანის ირიბი სიგრძე – 139,5, გულმკერდის ირგვლივ – 145, ნების ირგვლივი – 16. ძვალმსხვილია, აქვს მშრალი და მაგარი კონსტიტუცია, საშუალოდ მასიური კორპუსი, კარგად აქვს განვითარებული კუნთოვანი სისტემა. ფერად წაბლაა, გვხვდება ლურჯა, იშვიათად – ყორნისფერი. გამოირჩევა განსაკუთრებული შრომისუნარიანობითა (საპალნის მაქსიმალური მასაა 100–130 კგ; ცოცხალი მასის– 35–40%) და სიფრთხილით, რის გამოც მშვიდად დადის როგორც მთაგორიან, ისე ჭაობიან ადგილებში. ადგილ. ბუნებრივ-კლიმ. პირობებთან შეგუების გამორჩეული უნარისა და სხვადასხვა სას.-სამ. სამუშაოზე გამოყენების ფართო შესაძლებლობის გამო საჭიროა მისი ხალასად მოშენება.
დ. კობალავა.