ანდაქი

ანდაქი, ანდაქისწყალი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, არღუნის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 18 კმ, აუზის ფართ. 272 კმ 2. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. კალთაზე, მთა პატარა ბორბალოსთან (პირიქითა ხევსურეთი). საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.