ანდიური ენები

ანდიური ენები, ახლომონათესავე ენები. შედის იბერიულ-კავკ. ენების დაღ. ენათა ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფში. მოიცავს ანდიურ, ბოთლიხურ, ღოდობერიულ, ჭამალალურ, ტინდიურ, ბაგვალალურ, კარატაულ, ახვახურ ენებს. გავრცელებულია დაღესტნის მთიანეთის დას. ნაწილში, ძირითადად მდ. ანდის ყოისუს ხეობაში, ბოთლიხის, წუმადისა და ახვახის რ-ნებში. ა. ე-თვის დამახასიათებელია თანხმოვანთა სიმდიდრე, გრამატ. კლასების არსებობა, ბრუნვათა სიმრავლე. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის. ნიშანდობლივია ძლიერი დიალექტური დიფერენციაცია. ა. ე. უმწერლობო ენებია. სამწერლობო ენად გამოყენებულია მონათესავე ხუნძური ენა.

ლიტ.: გუდავა ტ., ბოთლიხური ენა, თბ., 1962 (კანზე – 1963); მისივე, ბაგვალური ენა (გრამატიკული ანალიზი და ტექსტები), თბ., 1971; ცერცვაძე ი., ანდიური ენა (გრამატიკული ანალიზი ტექსტებით), თბ., 1965; Бокарев А. А., Очерк грамматики чамалинского языка, М.–Л., 1949; Гудава Т. Е., Сравнительный анализ глагольных основ в анарском и андийских языках, Махачкала, 1959; მისივე, Консонантизм андийских языков, Тб., 1964; მისივე, Годоберинский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Дирр А. М., Краткий грамматический очерк андийского языка, Тфл., 1906; მისივე, Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы, «Сборник материалов для описания местностей и племён Кавказа», 1909, в. 40; Магомедбекова З. М., Ахвахский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; მისივე, Каратинский язык, Тб., 1971; Саидова П. А., Годоберинский язык, Махачкала, 1973; Церцвадзе И. И., Андийский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967.

                                                                                                                     ტ. გუდავა  

ზ. მაჰომედბეკოვა