ახვლედიანი ნიკოლოზ ვასილის ძე

ახვლედიანი ნიკოლოზ ვასილის ძე [1 (14). VII. 1900, ბაქო, - 16. X. 1985, თბილისი], აგრონომ-მევენახე. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვწე (1962). 1925 დაამთავრა თსუ აგრონ. ფაკ-ტი. 1937 – 74 იყო საქართვ. მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მევენახეობის აგროტექ. განყ-ბის გამგე, 1974-იდან - ამავე განყ-ბის მეცნიერ-კონსულტანტი. ა-მა შეისწავლა მევენახეობის აგროტექ. ძირითადი საკითხები აღმ. საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

                                                                                                                               ა. მათიაშვილი