ბიჯანი

ბიჯანი, XVII ს. II ნახ. ირანელი ისტორიკოსი. სპარს. ენაზე დაწერა თხზულება, რ-შიც გადმოცემულია ირანის გამოჩენილი სახელმწ. მოღვაწისა და სარდლის როსთემ-ხანის (როსტომ-ხან სააკაძის) ცხოვრება და საქმიანობა. თხზულება დაწერილია როსტომის შვილიშვილის, აზერბ. ბეგლარბეგის დავალებით. მოთხრობილია როსტომის წარმომავლობის, მისი წინაპრების, ბავშვობის წლების, ირანში ჩასვლისა და შაჰის სამსახურში ყოფნის, თანდათან დაწინაურებისა და ტრაგიკული აღსასრულის შესახებ. აღწერილია როსტომის მიერ სამოქალაქო და სამხ. ასპარეზზე მოპოვებული წარმატებანი, მისი სარდლობით გადახდილი ომები. თხზულების ჯერჯერობით ცნობილი ერთადერთი ხელნაწერი დაცულია ბრიტ. მუზეუმში, დათარიღებულია 1692/3 წლით.

ლიტ.: ფუთურიძე ვ., ირანის სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966.

                                                                                                                                                                   რ. კიკნაძე