ბიჯნისი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ტერიტორიულ ორგანოში (შიდა ქართლის რეგიონი), ლიხის ქედის აღმ. კალთაზე, მდ. შუქღელის (სურამულის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 800 მ, ხაშურიდან 8 კმ, სურამიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 5 კმ. 268 მცხ. (2014).
სოფელი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს. ). XVII ს. საბუთის მიხედვით, ბ-ში ერეკლე I-მა იესე რუსიშვილს და მის შვილებს მათივე ნაქონი ყმა-მამული უბოძა. 1865 ბ. თავისი 4 კომლი მოსახლით სურამის უბნის იტრიის სასოფლო თემში შედიოდა.
დ. სვანიძე
ჯ. გვასალია