ბოკუჩავა მიხეილ ალექსის ძე (1. II. 1910, სოფ. საბოკუჩავო, ახლანდ. აბაშის მუნიციპ-ი, - 12. II. 1995, მოსკოვი), ბიოქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1955). დაამთავრა თბილ. სას.-სამ. ინ-ტი (1932). ანასეულის ბიოქიმ. ლაბორ. გამგე (1937 – 39). რუსეთის მეცნ. აკად. ა. ბახის სახ. ბიოქიმ. ინ-ტის ტექნიკური ბიოქიმ. ლაბორ. გამგე (1953-იდან). მისი ძირითადი შრომები ეხება ჩაის ბიოქიმ. და ტექნოლ. საკითხებს. შეიმუშავა ლაო ჩაის, შავი ჩაისა და ხსნადი ჩაის წარმოების ახ. ტექნოლ. მეთოდი. ნაშრომები: „ჩაის ფოთლის ფერმენტაციის გამოკვლევა“ (1938; საკ. ალკკ ცკ-ის პრემია, 1938), „ლაო ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოების ბიოქიმიური საფუძველი“ (1955; სსრკ მეცნ. აკად. პრეზიდიუმის პრემია, 1955), „ჩაისა და ჩაის წარმოების ბიოქიმია“ (1958; ა. ბახის სახ. პრემია, 1958). ბ-მ შექმნა საკვებ მცენარეთა საღებავების მიღების ორიგინ. ხერხი, რ-იც დაპატენტებულია უცხოეთის ქვეყნებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ჩაის წარმოების ბიოქიმია და ტექნოლოგია, თბ., 1962; The chemistry and biochemistry of tea manufacture, «Advances in Food Research», 1969, [v.] 17.
თ. ფიჩხაია