ბიხოვსკაია სოფიო ლევის ასული (1887, სანქტ-პეტერბურგი, – 1942, იქვე), ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი. მუშაობდა ლენინგრადში, აკად. ნ. მარის სახ. ენისა და აზროვნების ინ-ტში. იკვლევდა მთის იბერიულ-კავკ. ენათა გრამატ. ზოგად საკითხებს (მ. შ. ერგატიული კონსტრუქციის რაობას), დაამუშავა დარგუული ენის მორფოლ. ზოგიერთი საკითხი. ბ-მ საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა იბერიულ-კავკ. ენებთან, კერძოდ, ქართულთან ბასკური ენის მიმართებას. მანვე განიხილა იმერული დიალექტი მეგრულ და სვანურ ენებთან ურთიერთობის თვალსაზრისით: ბ-ს აზრით, იმერული დიალექტისათვის დამახასიათებელი აი>ეი (წაიღო>წეიღო), აუ>ოუ (წაუღო>წოუღო), ვე>ო, რბილი ლ და სხვა მოვლენები ქართველური ენების შიშინა შტოს გავლენის შედეგია. ბ-ს დასკვნები ეწინააღმდეგება ისტ.-შედარებითი მეთოდის დასკვნებს.
თხზ.: Некоторые Фонетические особенности имерского говора грузинского языка (к вопросу о скрещивании языков), «Яфетический сборник», 1930, [т,] 6; «Пассивная» конструкция в яфетических языках, იქვე, 1934, в. 2; Показатели множественности как классовые показатели множественности как классовые показатели в грузинском и баскском языках, კრ.: Академия наук СССР академику Н. Я. Марру, М.–Л., 1935; Имена сущесвительные в даргинском литературном языке, «Язык и мышление», 1940, т. 10.
გ. თოფურია
თ. უთურგაიძე