ბერია ნიკოლოზ დიტოს ძე

ბერია ნიკოლოზ დიტოს ძე (1925, სოფ. ოდიში, სოხუმის მუნიციპალიტეტი, ‒ 1948, სოხუმი), საბჭოთა კავშირის გმირი (17. XI. 1943). II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ყუბანში, ტამანის ნ.-კ-ზე, 1943 ნოემბ. ‒ ქერჩის ნ.-კ-ზე. ქერჩის სრუტის გადალახვისა და პლაცდარმის დაკავების დროს სადესანტო ოპერაციაში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ომის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა სოხუმში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და მედლებით.

                                                                                                                     ტ. ჩინჩილაკაშვილი