ბახტაძე ვახტანგ დავითის ძე

ბახტაძე ვახტანგ დავითის ძე (26. XII. 1914, თბილისი, - 14. IX. 1991, იქვე), კონირეჟისორი, ქართული მულტიპლიკაციური კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართვ. სახ. არტისტი (1985). დაამთავრა თბილ. მ. თოიძის სახ. სამხატვრო სტუდია (1930) და თსუ ფილოლ. ფაკ-ტი (1951). სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაშიც (1933 – 37). 1933 – 52 თბილ. კონისტუდიაში მულტიფილმების მხატვარი იყო, 1952-იდან - რეჟისორი. გადაიღო მულტფილმები: „ყურშა“ (1953), „ნარცისი“ (1964), „სამი მეზობელი“ (1966), „ო, მოდა, მოდა!“ (1968, პრემია კიევში ამიერკავკ. რესპუბლიკებისა და უკრაინის III კინოფესტივალზე, 1969; პრიზი და II პრემია მინსკში IV საკავშ. კინოფესტივალზე, 1970; რუმინ. კინემატოგრაფისტთა კავშირის სპეც. პრიზი და დიპლომი მამაის მულტფილმების III საერთაშ. კინოფესტივალზე, 1970; დიპლომი ბილბაოს საერთაშ. კინოფესტივალზე, 1971), „ისევ მოდებზე“ (1969), „ახალი მთვარე“ (1972), „სახლობანა“ (1973), „გოგონა და ბატი“ (1975), „ფანტაზია“ (1979), „ლოკოკინა“ (1986) და სხვ. ბ-მ კინოდრამატურგ ნ. ბენაშვილთან ერთად შექმნა მულტფილმების სერია პოპულარულ პერსონაჟ - ხელმარჯვე ოსტატზე, ცოდნისა და ტექნიკის მოყვარული ბავშვების კეთილ მრჩველსა და ერთგულ მეგობარზე: „ხელმარჯვე ოსტატი“ (1957; პრემია მოსკოვში I საკავშ. კინოფესტივალზე, 1958), „საყვირის შემდეგ“ (1960; დიპლომი სან-ფრანცისკოს IV საერთაშ. კინოფესტივალზე, 1960), „ხელმარჯვე ოსტატი - სპორტსმენი“ (1962), „ხელმარჯვე ოსტატი კოსმოსში“ (1971), „ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ“ (1976), „ხელმარჯვე ოსტატი გამოფენაზე“ (1980) და „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი“ (1983). მულტიპლიკატორთა საერთაშორისო ასოციაციის (ასიფას) ნამდვილი წევრი. ბ. წლების მანძილზე ამზადებდა მხატვარ-მულტიპლიკატორთა ეროვნ. კადრებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: Церетели К., Вахтанг Бахтадзе, კრ.: Мастера советской мультипликации, М., 1972; Якубович О., Вахтанг Бахтадзе, М., 1985.

                                                                                                                                        ა. გვენცაძე