ბუნების დაცვის მუდმივი გამოფენა

ბუნების დაცვის მუდმივი გამოფენა, გაიხსნა 1965 საზ. საწყისებზე თბილისში, საქართვ. ბუნების დაცვის საზ-ბის თაოსნობით, როგორც ბუნების დაცვის მუზეუმი: 1982-იდან დაერქვა ბ. დ. მ. გ.  ახორციელებს რესპ. ნიადაგის, წყლის, ჰავის, ფლორისა და ფაუნის ნიმუშებისა და მასალების შეგროვება-შენახვასა და ექსპონირებას, მათი დაცვისა და შემდგომი მომრავლების ღონისძიებებს. მოსწავლე ახალგაზრდობისა და მოსახლეობისათვის მისაწვდომ ფორმებში ეწევა საქართვ. ცოცხალი და არაორგ. ბუნების ეფექტური და გონივრული გამოყენების პროპაგანდასა და პოპულარიზაციას. ბ. დ. მ. გ. სისტემატურად აწყობს სამეცნ. ლექციებს ბუნების დაცვისა და გამოყენების საკითხებზე. მეცნიერულად იკვლევს ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებს, ავსებს თავის კოლექციებს ახ. ექსპონატებით.

                                                                                                                          ლ. ლაფანაშვილი