ბუნებრივი აირები

ბუნებრივი აირები, დედამიწის ქერქში თავისუფალი სახით არსებული წყალში და ნავთობში გახსნილი ან ქანების (განსაკუთრებით წიაღისეული ნახშირის) მიერ შთანთქმული აირები, რ-თა წარმოშობა დაკავშირებულია დედამიწის ქერქში ან მანტიაში მიმდინარე პროცესებთან.

ბ. ა-ის გამოვლინება საქართვ. ტერიტორიაზე საკმაოდ მრავალრიცხოვანია. ისინი ძირითადად გვხვდება მიწისქვეშა (განსაკუთრებით მინერ.) წყლებში, ნაწილობრივ ნავთობის თანხმლები აირების ან საწვავი აირების დამოუკიდებელი დანაგროვების სახით. მიწისქვეშა წყლებში გამოიყოფა ბ. ა-ის გავრცელების სამი ზონა (გარკვეულად ისინი გეოტექტონ. ზონალურობას ემთხვევა): ჩრდილო (ძირითადი აირია ნახშირორჟანგი), ცენტრალური (ძირითადი აირია მეთანი და აზოტი) და სამხრეთი (ძირითადი აირია ნახშირორჟანგი და აზოტი).

                                                                                                                                       გ. ბუაჩიძე