ბუნთურქები

ბუნთურქები, მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, ქართლის (მტკვრის ხეობის) უძველესი მოსახლეობის სახელწოდება, რ-ებთანაც ბრძოლა მოუხდა ვითომდა აქ მოსულ ალექსანდრე მაკედონელს. ქრონიკა მათ ახასიათებს, როგორც ველურ, მხეცური ბუნების ხალხს. „ბუნთურქი“ თავდაპირველ (ძველისძველ) თურქს აღნიშნავს (ძვ. ქართ. „ბუნი“ –„ნამდვილი“, „მკვიდრი“). ამით ქრონიკის ავტორს სურდა ისინი განესხვავებინა გვიანდელი, მისთვის ცნობილი თურქებისაგან. ქართული წყაროების ეს ცნობა ლეგენდარულია.

ლიტ.: Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959.

                                                                                                                           გ. მელიქიშვილი