ბურდუხანი

ბურდუხანი, ბორდოხანი, საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეუღლე, თამარ მეფის დედა, ოსთა მეფის ხუდდანის ასული. განთქმული იყო სილამაზითა და გონიერებით. გიორგის და ბ-ის ქორწინება (1150-იანი წწ.) მიზნად ისახავდა ჩრდილოეთის მეზობელთან კავშირის განმტიკებას. ბ. გარდაიცვალა 1180-იანი წწ. დასაწყისში.

წყარო.: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე.

                                                                                                                                           ვ. გუჩუა