ბურნათი

ბურნათი, სოფელი ჩოხატაურის რ-ნში (კოხნარის სოფლის საკრებულო), გურიის სერის სამხრ.-აღმ. კალთაზე, მდ. ხევისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 280 , ჩოხატაურიდან 8 კმ, საჯავახოდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 11 კმ. 453 მცხ. (1989). მეჩაიეობა. დაწყ. სკოლა; საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა სოფ. კოხნარში. ბ-კა, კლუბი, საფერშლო-სამეანო პუნქტი.