ბურჯანაძე თამარ ვარლამის ასული

თ. ბურჯანაძე 

ბურჯანაძე თამარ ვარლამის ასული (1. VII. 1920, თბილისი, - 21. VI. 2000, იქვე), ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. საქართვ. სახ. მასწავლებელი (1990). 1942 დაამთავრა თსუ ფილოლ. ფაკ-ტი. 1943 მუშაობა დაიწყო თბილ. ქალთა მე-7 სკოლაში დაწყ. კლასების მასწავლებლად. 1945-იდან ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებელი იყო თბილ. ვაჟთა მე-7 საშ. სკოლაში, 1954-იდან – თბილ. ი. ჯავახიშვილის სახ. 53-ე საშ. სკოლაში. მინიჭებული აქვს საქართვ. დამს. მასწავლებლის (1974), უფროსი მასწავლებლის (1986), მასწავლებელ-მეთოდისტის (1991) წოდებები. არის ქართ. ენისა და ლიტ-რის მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი. თანაავტორია სახელმძღვანელოებისა: II კლ. „ქართული ენა“ (1984), III კლ. „ქართული ენა“ (1990). ბ-ის პედ წერილები ხშირად ქვეყნდება ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე („ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, 1978, № 3; 1979, № 3; „სკოლა და ცხოვრება“, 1983, №12; „თბილისი“, 1991, 14 თებ.; „ერი“, 1991, 22 მაისი და სხვ.).