ბურჯი

ბურჯი, საბჯენი, საყრდენი; მზიდი კონსტრუქცია, რ-იც დატვირთვებს საძირკველს გადასცემს და ზრდის ნაგებობის მდგრადობას. 1. ქვითკირის მაღალ, მრგვალ ბ-ებს სიმტკიცისათვის ციხესიმაგრის გალავანში გარკვეული მანძილის დაშორიებით ატანებდნენ. საქართველოში გვხვდება ცალკე მდგომი ბ-ებიც – დიდი დიამეტრის მასიური ნაგებობები, რ-ებსაც სამხ. დანიშნულებისათვის იყენებდნენ. ცნობილია თელავის ბატონის ციხის ბ. (საზარბაზნე ბ.) და სხვ. 2. ხიდისა და წყალსაშვები ჰიდროტექ. ნაგებობის (კაშხლის, წყალსაგდების, წყალსაღებისა და სხვ.) საყრდენი.