„ბურჯი“

 

 „ბურჯი“, სურათებიანი ორკვირეული ლიტერატურული ჟურნალი. გამოვიდა თბილისში 1909. გამომცემული – ნ. გუნია. გამოვიდა ორი 16-გვერდიანი ნომერი. წარმოადგენდა ჟურნ. „ერთობის“ გაგრძელებას. ილუსტრაციები და კარიკატურები ეკუთვნის ა. გოგიაშვილს.

„ბ-ის“ შემდეგ გამოვიდა მისი გაგრძელება ჟურნ. „ძალა“.