ბუღაანი

 ბუღაანი, სოფელი ახმეტის რ-ნში (ცხრაკარის სოფლის საკრებულო), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, მდ. ორვილის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 1060 , ახმეტიდან 12 კმ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 42 კმ. 20 მცხ. (1989). მევენახეობა. დაწყ. სკოლა; საშ. ზოგადსაგანმან. სკოლა ახმეტაში. მედპუნქტი.