ბუღაძე გიორგი უშანგის ძე (დ. 24. IX. 1956, თბილისი), ფერმწერი. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1981, კ. მახარაძის კლასი). 1989-იდან იქვე ეწევა პედ. მოღვაწეობას, ხოლო 1992-იდან – საქართვ. შ. რუსთაველის სახ. თეატრ. და კინოხელოვნ. ინ-ტში. სამხატვრო სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1981-იდან. 1987-იდან საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანია. ბ-ის ნამუშევრები გამოირჩევა ეროვნულობის მძაფრი განცდით, ისტ. სიტუაციის ღრმა გააზრებით. შემოქმედის მხატვრული აზროვნების თავისთავადობას განსაზღვრავს ფერწერულ-ხატოვანი მეტაფორები, მეტყველი კოლორიტი. ნამუშევრები: კომპოზიცია „რესტავრაცია“ (1985, წლის საუკეთესო ნამუშევარი), სერიები „ქართლის ცხოვრება“ (1978, ორივე საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), „ექვთიმე თაყაიშვილი“ (1988, მხატვრის კუთვნილება), „საჩუქარი პრინცესასათვის“ (1988, საქართვ. სურათების გალერეა), „საქართველო“ (კედლის მხატვრობა, 1989, გფრ, ბერლინი), მეგასერია „აპოლონური ტრაგედიები“ (1990), „დანტე“, „ჯვრის ზიდვა“ (1993, ორივე მხატვრის კუთვნილება) და სხვ.
ბ-ის ნამუშევრები გამოფენილი იყო მრავალი ქვეყნის (აშშ, იტალია, გერმანია, ბელგია, ავსტრია) ქალაქებში. 1990 მისმა ნამუშევარმა (ქართვ. მხატვართა ჯგუფთან ერთად) დაიმსახურა საფრანგეთის პრეზიდენტის პრიზი. 1993 თბილისში მოეწყო ბ-ის პერსონალური გამოფენა.
ი. ქარაია