ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი) დიმიტრი ივანეს ძე (1789–1849), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ერეკლე II-ის მინბაშის (ათასისთავი) ივანე ბუჭყიაშვილის შვილი. მსახურობდა შირვანის პოლკში. რუს.-ოსმ. ომის (1828–29) დროს მონაწილეობდა ახალციხის აღებაში. იყო ალექსანდროპოლის (ახლანდ. გიუმრი) ციხესიმაგრის კომენდანტი.