ბუხრის ქუდი, ცხვრის ტყავის (კრაველის) მაღალი ან დაბალი ცაჩადგმული ქუდი. სახელწ. მიიღო ქ. ბუხარის მიხედვით, საიდანაც შემოდიოდა საქუდე კრაველი (ყარაკული). კრაველის დაბალტანიანი ქუდი, როგორც ხალხ. კოსტიუმის (ჩოხა-ახალუხი) ერთ-ერთი ატრიბუტი, საქართველოსა და ჩრდ. კავკ. ზოგ კუთხეში უმთავრესად XIX ს. II ნახევრიდან გავრცელდა.
ლ. მოლოდინი