ბღერისწყალი, კარსტული მღვიმე წყალტუბოს ზონაში, სოფ. ყუმისთავის აღმ-ით 5 კმ, 390 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შესასვლელი ვიწრო ხვრელით უკავშირდება ვრცელ დარბაზებს. დაღმავალია ფსკერის ფართ. დაახლ. 15 ათ. მ². მაქს. სიმაღლე 40 მ, მაქს. სიგანე 30 მ, ჯამური სიგრძე 1700 მ. ჰაერის ტემპ-რა 13°C. განშტოებებში ქიმ. ნაღვენთებია, ხოლო დარბაზების ფსკერზე – გრანდიოზული ნაზვავი. დადასტურებულია ჰიდროლ. კავშირი წყალტუბოს მღვიმესთან.
ვ. ჯიშკარიანი