არმსტრონგი ნილ

არმსტრონგი (Armstrong) ნილ (დ. 5. VIII. 1930, უაპაკონეტა, ოჰაიოს შტ.), აშშ-ის კოსმონავტი მფრინავი, პირველი ადამიანი, რ-იც იყო მთვარეზე. ცინცინატის უნ-ტის პროფესორი (1971-იდან). 1966 წ. 16 მარტს დ. სკოტთან ერთად იფრინა კოსმ. ხომალდით „ჯემინი-8“ (იყო ხომალდის მეთაური). 1969 წ. 16 – 24 ივლ. მისი მეთაურობით შესრულდა ისტ. ფრენა მთვარეზე „აპოლონ-11-ით“ ე. ოლდრინსა და მ. კოლინზთან ერთად. 1969 წ. 21 ივლ. 6 სთ 56 წთ და 15 წმ-ზე თბილ. დროით ა-მა მსოფლიოში პირველმა დაადგა ფეხი მთვარის ზედაპირს და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ადამიანის ეს პატარა ნაბიჯი კაცობრიობის დიდი ნახტომია“. 19 წთ შემდეგ მას შეუერთდა ე. ოლდრინი. ისინი ორ საათზე მეტხანს იყვნენ მთვარის ზედაპირზე (ხომალდის გარეთ), სადაც დადგეს სამეცნ. ხელსაწყოები და შეაგროვეს მთვარის ქანის ნიმუშები. სულ ა-მა მთვარეზე დაჰყო 21 სთ და 36 წთ.