აღდგენითი მკურნალობის ბავშვთა საავადმყოფო

აღდგენითი მკურნალობის ბავშვთა საავადმყოფო, რეაბილიტაციის ცენტრი, საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსი. გაიხნსა 1980 თბილისში, ცენტრში არის სტაციონარული განყ-ბა (190 საწოლი) და ამბულატორია (180 მიღება), სამედ. რეაბილიტაციის ისეთი საშუალებები, როგორიცაა სამკურნ. ვარჯიშისა და მასაჟის, გოგირდიანი, ჩვეულებრივი წყლის ტალახის სამკურნ. განყ-ბები, ფიზიოთერაპიის, რეფლექსოთერაპიის, საპროთეზო ლაბორ., ლოგოპედიის კაბინეტები. ცენტრში სამედ. რეაბილიტაციასთან ერთად ყურადღება ექცევა სოციოლოგიურ, პედ.-აღმზრდელობითი და ფსიქოლ. რეაბილიტაციას. აქ ტარდება შრომითი თერაპია, მუშაობენ აღმზრდელ-პედაგოგები, სოციოლოგ-დეფექტოლოგები, არის სკოლა (ოთხწლედი) და სხვ. ბავშვებისათბვის მოწყობილია კალათბურთის, ფრენბურთის, მცირე ტურიზმისა და სხვა გასართობი მოედნები, დარბაზი თვითშემოქმედებითი მუშაობისათვის, აქვთ რადიო, ტელევიზორი, კონოდარბაზი და სხვ. მკურნალობენ ცენტრ. ნერვული სისტემის ისეთ ორგ. დაზიანებას, რ-იც მიმდინარეობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის მოშლითა და ფსიქიკის განვითარების შეკავებით, აგრეთვე სუნთქვის სისტემის, ალერგიულ, რევმატოიდულ დაავადებებს (არააქტიურ ფაზაში0, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის თანდაყოლილ და შეძენილ დეფორმაციებს, ტრავმის ნარჩენ მოვლენებს, ძვლების სისტემურ დაავადებებს. სამკურნალოდ ღებულობენ ბავშვებს 2 თვიდან 15 წლამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა: I კურსი - 1,5 – 6 თვე, მთლიანად 3 – 5 წელი.

                                                                                                                               თ. ჟორჟოლაძე