პავლიაშვილი სოლომონ პავლეს ძე

ს. პავლიაშვილი

პავლიაშვილი სოლომონ პავლეს ძე (დ. 24. VIII. 1959, სოფ. კაკაბეთი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, იურისტი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2021), ეკონ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2001). დაამთავრა თსუ-ის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკ-ტი ეკონომისტის სპეციალობით (1982) და იურიდ. ფაკ-ტი - იურისტის სპეციალობით (1999). იყო თსუ-ის სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის კათედრის ასისტენტი (1982 - 84), 1986-იდან (დღემდე) _ სტუ-ის მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; საქართვ. სოც. დაზღვევის ერთიანი სახელმწ. ფონდის გენ. დირექტორის მოადგილე, სოც. დაზღვევის ინსპექციის უფროსი (1993-99); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან (1999-2001), პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავ-რის პირველი მოადგილე; საქართვ. ქონების მართვის მინისტრი (2001-03); ეკონ., მრეწვ. და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე (2003-04); თბილისის სასწავლო უნ-ტის რექტორი (2011-16); გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მთ. მრჩეველი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (2016-17); 2017-იდან დღემდე არის საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
პ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა (მ. შ. 17 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი), რ-ებიც ეძღვნება მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, აგრ. მეცნიერებების, გარემოს დაცვის, „მწვანე ეკონომიკის“, ცირკულარული ეკონომიკის, საერთაშ. ეკონ. ურთიერთობებისა და სხვა აქტუალურ საკითხებს. ნაშრომები გამოქვეყნებული აქვს ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში.
მიღებული აქვს პაატა გუგუშვილის სახ. სამეცნ. პრემია (2019), სტუ-ის „ოქროს მედალი“ (2023). 2023 აირჩიეს მესტიის საპატიო მოქალაქედ.


თხზ.: წარმოების ეფექტიანობის მართვის კომპლექსური სისტემა საქართველოს მრეწველობაში, თბ., 1998; საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, პრობლემები და პერსპექტივები, თბ., 2014 (თანაავტ.); სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, თბ., 2020 (თანაავტ.); საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება, თბ., 2022 (თანაავტ.); Zigzags of inflation in post-soviet Georgia, San francisko, 2011.

ლ. აბრამიშვილი