გარეჯა

გარეჯა, მთა თიანეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის საზღვარზე, კახეთის ქედზე. სიმაღლე 2497 მ. აგებულია ზედაიურულ-ვალანჟინური ძლიერ დანაოჭებული მერგელებითა და მერგელიანი თიხაფიქლებით. კალთებზე წიფლის ტყეებია, ყველაზე მაღალ ადგილებში – სუბალპ. მდელოები, რ-ებსაც საძოვრად იყენებენ.

ქ. ჯაყელი