განმეორებითი (მეორეული) დამუშავება

განმეორებითი (მეორეული) დამუშავება სასარგებლო წიაღისეულის საბადოებისა, ადრე დამუშავებული საბადოს წიაღიდან დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. სამეცნ.-ტექ. პროგრესისა და ძვირფასი მადნეული რესურსების სიმცირის დროს მეტად აქტუალურია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ისე, რომ დანაკარგი მინიმალური იყოს. წიაღისეული საბადოთა განმეორებით დამუშავებისას სასარგებლო კომპონენტის მოპოვების ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული ადრე დამუშავებულ უბნებში სასარგებლო წიაღისეულისა და ქანების მასივის სტრუქტურაზე (პირველადი დამშავების შემდეგ). დარჩენილი მადანი ან ნახშირი უმთავრესად ჩამოქცეულ ქანებშია ნატეხების ან შრეების, ზოგჯერ კი მთელანების ან ერთმანეთისაგან იზოლირებული უბნების სახით.

     ჭიათურის საბადოში, მისი ასწლიანი ექსპლუატაციის პროცესის მოუხედავად, დარჩა მაღალხარისხოვანი მანგანუმის მადანი. ამ მადნის ხელახალი დამუშავების მიზნით ჩატარდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. წულუკიძის სახ. სამთო მექან. ინ-ტისა და საწარმოო გაერთიანება „ჭიათურ-მანგანუმის“ ერთობლივი სამეცნ.-კვლ. და საცდელ-სამრეწვ. სამუშაოები. მიღებული შედეგები დანერგილია ჭიათურის მაღაროებში. რესპულიკაში სათბობის რესურსების სიმცირის გამო მეტად აქტუალურია ტყვარჩელისა და ტყიბულის საბადოებზე ადრე დამუშავებულ უბნებში დატოვებული ნახშირის ზოგიერთი ფენისა და შრის გ. დ.

                                                                                                                          ი. ზურაბიშვილი