გაბაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე

გაბაშვილი ალექსანდრე გიორგის ძე (22. I. 1875, თბილისი, – 27. I. 1937, იქვე), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917) და წითელი არმიის კომრიგი. დაამთავრა გენშტაბის აკადემია (1902). მონაწილეობდა რუს.-იაპ. ომში (1904–05). 1906–13 მსახურობდა ირკუტსკის, 1913-იდან–თურქესტანის სამხ. ოლქებში. I მსოფილო ომის (1914 – 18) მონაწილე. 1918-იდან დაინიშნა მე-11 წითელი არმიის შტაბში. 1920-იდან აზერბ. სსრ სამხ.-საზღვ. სახალხო კომისარიატის სამხ. ნაწილის უფროსი. გ-ს დაევალა აზერბ. წითელი არმიის ჩამოყალიბება. 1923–28 იყო ამიერკავკ. საგანგებო კომისიის ჯარების შტაბში ხელმძღვ. თანამდებობაზე. 1928 თადარიგში გავიდა. ეწეოდა სამხ.-პედ. საქმიანობას. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.