მელქისედეკ II (ბაგრატიონი), აღმ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1528-29, 1540-45, 1548-52. ცნობები მ. II-ის მოღვაწეობის შესახებ მწირი და წინააღმდეგობრივია. მისი კათოლიკოსობა მჭიდროდაა დაკავშირებული ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან. იგი ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის ძეა და ბერად აღკვეცილი ჩანს 1511-თვის. სავარაუდოდ, საკათოლიკოსო ტახტი დაიკავა თავისი ძმის, გიორგი IX-ის ინიციატივით.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.