მელქაძე ვალერიან ირაკლის ძე (18. XII. 1912, სოფ. ჩხენიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, - 10. VI. 1981, თბილისი), ეკონომისტი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1979), ეკონ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1977), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1975, ავტორთა ჯგუფთან ერთად). 1937 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1948_63 ეკავა პარტ. და ხელმძღვანელი თანამდებობები იყო საქ. კპ თბილ. საქალაქო კომიტეტის განყ-ბის გამგე, პარტიის ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივანი, საქ. კპ ცენტრ. კომიტეტთან არსებული მეცნ. და კულტურის განყ-ბის გამგე, ცენტრ. კომიტეტის მდივანი, 1958-60 - საქართვ. ცენტრ. სტატისტ. სამმართველოს უფროსი, 1960-63 - თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დეკანი, 1963-იდან გარდაცვალებამდე - თავისივე ინიციატივით ჩამოყალიბებული საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (2002-იდან ინ-ტს მისი სახელი მიენიჭა).
მ. სხვადასხვა დროს იყო საქართვ. უმაღლ. საბჭოს, თბილ. საქალაქო საბჭოს დეპუტატი, საქ. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტთან არსებული საზ. აზრის საბჭოს თავ-რე, ქართ. ენციკლოპედიის მთ. სარედაქციო კოლეგიის, თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს, ჟურნ. "საქართველოს სახალხო მეურნეობის" რედკოლეგიის წევრი და სხვ.
მ-ის სამეცნ. კვლევის სფერო იყო პოლიტ. ეკონომია, ეკონ. მოძღვრებათა ისტორია, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის თეორია და მეთოდოლოგია, სოციოლოგია. იგი ითვლება საქართველოში ეკონ. მეცნიერების ახ. მიმართულების - რეგიონული ეკონომიკის ფუძემდებლად. საქართვ. მაგალითზე პირველმა შეიმუშავა მოკავშირე რესპუბლიკის ეროვნ. შემოსავლის გაანგარიშების მეთოდოლოგია და მეთოდიკა.
მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939-45). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარების კომპლექსური პროგრამა, თბ., 1975; საქართველოს სსრ საზოგადოებრივი პროდუქტისა და ეროვნული შემოსავლის რეგიონალური სტრუქტურა, თბ., 1978 (ქართ. და რუს. ენებზე); რეგიონალური ეკონომიკა: გამოცდილება, კვლევის მიმართულებანი და სისტემურ-მიზნობრივი პროგრამა, თბ., 1978; Закономерности воспроизводства национального дохода в Грузинской ССР, Тб., 1974.
ლიტ.: მოგონებანი გარდასულ დღეთა... (ვალერიან მელქაძე 90 წლისაა!), თბ., 2002.
მ. ჭუმბურიძე