მელუშეეთი

მელუშეეთი, სოფელი იმერეთის რეგიონის ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ვაჭევის ადმ. ერთეული). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდ. ბუჯის (ჩოლაბაურის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 775 მ, ჭიათურიდან 20 კმ. 131 მცხ. (2014).

სოფლის ტერიტ-ზე რამდენიმე წყაროა, მ. შ. მინერალურიც. მცირე ფართობზე შემორჩენილია კოლხური ბზის კორომები. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.